logo_geo
ელისო ბოლქვაძე: უნდოდათ საერთაშორისო სკანდალი აეწიათ. ჯერ ერთი სამართლებრივად უნდა იცოდე რას ნიშნავს სტატუსის მოხსნა, რომელიც 2015 წელს მომენიჭა სხვადასხვა აქტივობის გამო. „იუნესკოს“ ელჩი მე დანიშვნით არ გავმხდარვარ
- +

20 ივლისი. 2023. 00:15

"უნდოდათ საერთაშორისო სკანდალი აეწიათ მაღალ დონეზე, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ ეს იყო ათდღიანი ლოკალური აჟიოტაჟი," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე „იმედი Live“-ში მის წინააღმდეგ ოპოზიციის მოწოდებებს და სახელდახელოდ შექმნილ პეტიციას, სადაც მისთვის „იუნესკოს“ მშვიდობის ელჩის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვდნენ.

რადიკალური ოპოზიციის კიდევ ერთი წარუმატებელი პროექტი იყო ეს თავდასხმა და ამ ადამიანებს არ აქვთ კარგად გააზრებული, თუ რა არის ზოგადად „იუნესკო“ და მისი ღირებულებები. უნდოდათ საერთაშორისო სკანდალი აეწიათ მაღალ დონეზე, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ ეს იყო ათდღიანი ლოკალური აჟიოტაჟი. ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს, რადგან ჯერ ერთი სამართლებრივად უნდა იცოდე რას ნიშნავს მოუხსნა სტატუსი, რომელიც 2015 წელს მომენიჭა სხვადასხვა აქტივობის გამო. „იუნესკოს“ ელჩი მე არ გავმხდარვარ დანიშვნით, ეს იყო თუ შეიძლება ასე ითქვას, მოღვაწეობის გამო ჩემს პროფესიაში, რადგან მე ბევრი რამ მქონდა გაკეთებული, რომელიც „იუნესკომ“ მიიჩნია, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მე ახალაც ვაგრძელებ პარლამენტის პლატფორმიდან სახელოვნებო განათლების, კრეატიული მუხტის აწევას, ყველაფერს, რასაც ადრეც ვაკეთებდი. აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

big_banner
არქივი