logo_geo
თეა წულუკიანი საქართველოში იაპონიის ახალდანიშნულ ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
- +

25 ივლისი. 2023. 00:31

 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანსა და საქართველოში იაპონიის ახალდანიშნული ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის, საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიის კულტურულ ურთიერთობებზე, სპორტსა და ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების შესაძლებლობებზე. საუბარი შეეხო 2023 წელს იაპონიაში დაგეგმილ კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატსაც, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

თეა წულუკიანმა ელჩ იშიძუკა ჰიდეკის მადლობა გადაუხადა იაპონიის მიერ კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებლად გაწეული ძალისხმევისათვის.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა უფრო გაღრმავდება.

big_banner
არქივი