logo_geo
ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართება
- +

26 ივლისი. 2023. 20:25

ლევილის ისტორიულ მამულში, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართება.

მეოცე საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად უმასპინძლებს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებებს. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ და თეატრალურ ნომრებს.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე შესვლა ლევილში თავისუფალი იქნება.

big_banner
არქივი