logo_geo
ქეთი დუმბაძე ნატა ლომოურზე: მეგობრები ვართ. გამორიცხული იყო, იმისთვის, რომ მე მწერალთა სახლში წავსულიყავი, ნატაშა გაეშვათ
- +

13 აგვისტო. 2023. 21:35

 

 

ქეთი დუმბაძის თქმით, მწერალთა სახლის დირექტორობას არ დათანხმდებოდა თუ არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ნატა ლომოურის ხელმძღვანელობისთვის განკუთვნილი დრო დასრულებულია. ამ თემაზე დუმბაძე „ქრონიკას“ ესაუბრა.

 

„ოქტომბერში დაერქვა [ლომოურს მწერალთა სახლის დირექტორი], თორემ დანიშვნა მოხდა აგვისტოში. ეს ყველამ იცის და პირველ რიგში ნატაშამ იცის. ჩვენ მეგობრები ვართ. ასე არ არის, მტრებად რომ გაგვიყვანეს. 3 მინისტრი გამოვიცვალე კულტურის სამინისტროში და სამივე მთავაზობდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ მე ასე არ გავაკეთე არავითარ შემთხვევაში. იმისთვის, რომ მე იქ წავსულიყავი ნატაშა გაეშვათ, ასეთი რამ გამორიცხული იყო“, - ამბობს დუმბაძე.

 

მისი თქმით, ის შეხვდება და ითანამშრომლეს ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება და დასძენს, რომ პოლიტიკური ნიშნით არავინ გაურჩევია.

 

ქეთი დუმბაძე მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. ის ნატა ლომოურს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში, ანუ 3 ვადით იკავებდა.

 

 

big_banner
არქივი