logo_geo
ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი დღეს ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდება
- +

20 აგვისტო. 2023. 20:02

 

 

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები დღეს გაიმართება.

 

ფესტივალი სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდება, მანამდე კი მაყურებელი ფოლკლორული ანსამბლის, „იალონის“, შემოქმედებას გაეცნობა და კვლავ ნახავს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლს „ყველაფერი ნამდვილად იყო“.

 

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი პირველად იმართება, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ ესწრება.

 

 

big_banner
არქივი