logo_geo
საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე გარდაიცვალა
- +

20 აგვისტო. 2023. 20:48

 

 

ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე 82 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.

 

თეიმურაზ გოცაძე 1941 წლის 25 მარტს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1971-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. 1983-1988 წლებში იყო თბილისის „მხატვრის სახლის“ დირექტორი, 1989-1995 წლებში საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი, 1988–2005 წლებში საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების „სურათების ეროვნული გალერეის“ გენერალური დირექტორი.

 

გოცაძის მთავარი ნამუშევრებია: „ლურჯა ცხენები“, „დაბადება“ (ორივე 1965), „ეფემერები“ (1966), „ჩემი საუკუნე“ (1980), „ჩემი თბილისი“ (1987), სერია „ქართლის ცხოვრება“ (11 სურათი, 1983), „სულიერი საქართველო“ (1991), „მოტაცებული მშვენიერება“ (1999), „საქართველო - XX საუკუნე“ (2002).

 

 

big_banner
არქივი