logo_geo
მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წარმატებით მიმდინარეობს
- +

25 აგვისტო. 2023. 15:57

 

 

ფესტივალის მესამე დღეს სტუმრებმა იხილეს: „ასტუტი” (ინდონეზია), „Transhumant“ (თურქეთი), „შეშლილი ზული“ (მექსიკა), „ბუხარის საიდუმლოებანი“ (უზბეკეთი), „აზიზამი“ (აშშ), „ნეპალის ხმა“ (გაერთიანებული სამეფო), „სოფი“ (ეგვიპტე). მთის ფილმების სექციაში კი წარმოდგენილი იყო „სილამაზის ალგორითმი“ (ბელგია) და „სამიჩაი – ბედნიერების ძიებაში“ (პერუ).

 

ფილმების ჩვენებას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ბაჩო ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სხვადახვა ქვეყნის მედიის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, 22 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით იმართება. მაყურებელს საშუალება აქვს იხილოს იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, საუდის არაბეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები; მთის ფილმების სექციაში კი ნაჩვენები იქნება იტალიიდან, პერუდან, ბელგიიდან, მაროკოდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სლოვაკეთიდან ჩამოტანილი სრულმეტრაჟიანი ფილმები.

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ფესტივალს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები აშუქებენ კანადიდან, გერმანიიდან და კორეიდან. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ ფილმებს კი საერთაშორისო ჟიური, მარტინ რენერტის თავმჯდომარეობით აფასებს. 26 აგვისტოს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, 3 ნომინაციაში გამარჯვებული ფილმები გამოვლინდება.

 

დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პროგრამა ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3QL4r2z

 

 

big_banner
არქივი