logo_geo
მესხეთის თეატრი მოლდოვაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
- +

25 სექტემბერი. 2023. 16:04

 

 

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მოლდოვაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, რომლის სახელწოდებაა: THINK FREE.

 

თეატრის დასი ფესტივალზე წარადგენს სპექტაკლს, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, რომლის რეჟისორია ვანო ხუციშვილი.

 

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმოდგენა ჩანიშნულია 7 ოქტომბერს, 18:30 საათზე, კიშინიოვში, ეროვნული სატირის, იონ ლუკა კარაგიალეს თეატრის დიდ დარბაზში.

 

საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეექვსედ იმართება.

 

big_banner
არქივი