logo_geo
თეა წულუკიანი: ფესტივალ „ევროპალიას“ ფარგლებში, ევროპელი მსმენელი და გამოფენების დამთვალიერებელი შეიქმნის ძალიან კონკრეტულ წარმოდგენას, თუ რა არის ქართული კულტურა და საიდან მოდის ქართველი ერი
- +

15 ოქტომბერი. 2023. 22:19

 

 

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ წელს საქართველოს ეძღვნება. 5 თვის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქართული კულტურის, ისტორიის საპრეზენტაციო ღონისძიებები გაიმართება.

 

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ფესტივალის ფარგლებში მსმენელი და გამოფენების დამთვალიერებელი შეიქმნის ძალიან კონკრეტულ წარმოდგენას, თუ რა არის ქართული კულტურა და საიდან მოდის ქართველი ერი.

 

„ნახავს, რომ ის მოდის ძალიან შორიდან. ვიბრძვით სისხლის ფასად, რომ შევინარჩუნოთ ქრისტიანობა და შესაბამისად, ჩვენი ეროვნულობა. ასევე, ევროპელები დარწმუნდებიან იმაში, რომ ჩვენ მართალია ვართ ევროპული კულტურა და სხვაგვარად ეს არ არის, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ თვითმყოფადი კულტურა ვართ“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

ფესტივალი ბრიუსელში 4 ოქტომბერს გაიხსნა 2024 წლის 14 იანვარს დასრულდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი