logo_geo
ევროპალიის სამხატვრო დირექტორი: უამრავი გამოფენაა ფესტივალზე, მაგრამ ეს გამოფენა აღფრთოვანებას იწვევს და შესანიშნავია - მე შეყვარებული ვარ საქართველოზე და აღტაცებული
- +

28 ოქტომბერი. 2023. 13:14

"უამრავი გამოფენაა ფესტივალზე, მაგრამ ეს გამოფენა აღფრთოვანებას იწვევს და შესანიშნავია. მე შეყვარებული ვარ საქართველოზე და აღტაცებული საქართველოთი," - ამის შესახებ ევროპალიის სამხატვრო დირექტორმა დირკ ვერმაელენმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

 

მისი თქმით, გამოფენა აჩვენებს ძალიან ნათლად იმ კულტურულ დიალოგს, რაც საქართველოში მიმდინარეობდა.

 

 

„საქართველო არ არის კარგად ცნობილი ბელგიელი და ევროპული საზოგადოებისთვის და ვართ უბედნიერესი ამ ფესტივალის ორგანიზებით. უამრავი გამოფენაა ფესტივალზე, მაგრამ ეს გამოფენა აღფრთოვანებას იწვევს და შესანიშნავია. საგანძური, რაც ბრიუსელში გვაქვს უდიდეს დატვირთვას ატარებს და უბედნიერესი ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში მოგზაურობის საშუალება მომეცა. მე შეყვარებული ვარ საქართველოზე და აღტაცებული საქართველოთი. გამოფენა აჩვენებს ძალიან ნათლად იმ კულტურულ დიალოგს, რაც საქართველოში მიმდინარეობდა. თქვენს უმშვენიერეს და უმდიდრესს ქვეყანას აქ მუზეუმში ვუჩვენებთ დამთვალიერებელს ამ უნიკალური ექსპოზიციით და სხვა ღონისძიებებზე სხვა ფორმებით“, - აღნიშნა დირკ ვერმაელენმა.

 

 

პირველად „ევროპალია საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უპრეცედენტო გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით, „საქართველო შეხვედრების ადგილი“. ევროპის პოლიტიკურ ცენტრში ქართული საგანძურის პრეზენტაციას ვიცე პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

big_banner
არქივი