logo_geo
ტეილორ სვიფტმა „გრემის“ დაჯილდოების რეკორდი დაამყარა
- +

11 ნოემბერი. 2023. 01:23

 

 

ტეილორ სვიფტის სიმღერა Anti-Hero „გრემის“ საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში მოხვდა. BBC-ის ცნობით, მომღერალმა ამ ნომინაციაში მოხვედრის რაოდენობით რეკორდი დაამყარა.

 

ტეილორ სვიფტი გახდა პირველი მომღერალი, რომელიც მეშვიდედ მოხვდა ამ ნომინაციაში. წინა რეკორდი პოლ მაკარტნისა და ლაიონელ რიჩის (6-6 ნომინაცია) ეკუთვნოდათ.

 

სვიფტი ასევე ნომინირებულია საუკეთესო ალბომის და საუკეთესო ჩანაწერის კატეგორიებში ოლივია როდრიგოსთან, მაილი საირუსთან და SZA-სთან ერთად.

 

რაც შეეხება საუკეთესო სიმღერის ნომინაციას, ტეილორ სვიფტის კონკურენტებს შორის არიან ლანა დელ რეი, ბილი აილიში, SZA და დუა ლიპა.

 

„გრემის“ დაჯილდოების ცერემონია 4 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი