logo_geo
Netflix „ტერმინატორის“ მიხედვით ანიმეს გამოუშვებს
- +

13 ნოემბერი. 2023. 01:48

 

 

Netflix-მა „ტერმინატორის“ მიხედვით გადაღებული ანიმეს თიზერი გამოუშვა. ამის შესახებ Deadline წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პროექტზე მუშაობენ: სტუდია Production IG, რეჟისორი მასასი კუდო და პროდიუსერი დევიდ ელისონი.

 

8-სერიანი ანიმე „ტერმინატორის“ სამყაროს უცნობი გმირების შესახებ მოგვიყვება. სერიალში მოვლენები 2 სხვადასხვა დროში განვითარდება. პროექტის სახელწოდება და პრემიერის თარიღი ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

 

„ტერმინატორი“ ადამიანებსა და მანქანებს შორის მიმდინარე ომზე მოგვითხრობს, რომელიც 1997 წელს დაიწყო - როდესაც კომპანია „სქაინეთის“ ხელოვნურმა ინტელექტმა დამოუკიდებლად დაიწყო აზროვნებმა.

 

 

 

big_banner
არქივი