logo_geo
ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

8 დეკემბერი. 2023. 00:31

 

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

სამუშაოების ფარგლებში გზასთან ერთად მოეწყობა კომუნიკაციები, გამწვანება, თანამედროვე განათება და ტროტუარები. პროექტი, რომლის ღირებულებაც  7 598 997 ლარს შეადგენს 2024 წლის მაისის თვეში დასრულდება.

 

გზის რეაბილიტაციის პროცესს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

 

„ვასრულებთ დაპირებას და ქალაქის ერთ-ერთი მაგისტრალის - კოსტავას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. გზის ახალ საფართან ერთად, რომლის სიგრძეც 1.5 კილომეტრია - კომუნიკაციები, გამწვანება, თანამედროვე განათება და ტროტუარები მოეწყობა. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი