logo_geo
კასპში საახალწლო ღონისძიება 24 დეკემბერს გაიმართება
- +

19 დეკემბერი. 2023. 13:53

 

 

კასპში საახალწლო ღონისძიება 24 დეკემბერს გაიმართება.

 

24 დეკემბერს კასპში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კულტურის ცენტრის მიმდებარედ საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

 

ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება.

 

ღონისძიებას გახსნის ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. დღის განმავლობაში მოედანზე მოეწყობა საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება კვების სივრცეები.

 

14:00 საათიდან ბავშვების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ.

 

საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ თოვლის ბაბუას და ზღაპრის გმირებს.

 

საახალწლო ღონისძიებას „თეატრალური კვარტეტი“ და ჯგუფი "ქილეიჯი" დაასრულებს.

 

კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება.

 

კონცერტის დასრულების შემდეგ დაგეგმილია საზეიმო ფოიერვერკი.

 

 

 

big_banner
არქივი