logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები დაიწყო
- +

30 იანვარი. 2024. 17:42

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს დეპუტატები მეტეხისა და ქვემო გომის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ექვსი სოფლის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრებზე გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული საკითხები - შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, სკვერების, სპორტული მოედნებისა და გარე განათების მოწყობა.

 

კასპის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 950 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

big_banner
არქივი