logo_geo
ახალი ავტობუსები ოზურგეთისთვის - მუნიციპალური ტრანსპორტი განახლდება
- +

31 იანვარი. 2024. 10:51

 

 

უახლოეს დღეებში ოზურგეთში 8 ახალი ავტობუსი ჩამოვა - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

 

„ვასრულებთ ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის კიდევ ერთ მნიშვნელოვან დაპირებას ტრანსპორტის განახლებასთან დაკავშირებით - უახლოეს დღეებში ოზურგეთში 8 ახალი ავტობუსები ჩამოვა და ჩვენს თანამოქალაქეებს კომფორტული, თანამედროვე ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება ექნებათ,“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი