logo_geo
ახალგაზრდების წახალისების და მხარდაჭერის პროგრამა ოზურგეთში
- +

31 იანვარი. 2024. 11:04

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებთან ერთად, 70%-იანი გრანტის მფლობელებიც წახალისდებიან”, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

 

„ 2024 წლიდან ვაფართოებთ  ჩვენი ახალგაზრდების წახალისების და მხარდაჭერის პროგრამასაც. კერძოდ: 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებთან ერთად, წახალისდებიან 70%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდებიც.მერის ყოველთვიური სტიპენდია 200 ლარის ოდენობით დაუწესდება საუკეთესო რეიტინგის მქონე ბაკალავრს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში და ეუფლება შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს: აგრონომია, სურსათის უსაფრთხოება, ვეტრენინარია და ენერგეტიკა,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.

 

მისივე თქმით, დედით ან მამით ობოლ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 70 000 - პირველი კურსის პირველი სემესტრი დაუფინანსდებათ 400 ლარით, ხოლო ყველა მომდევნო სემესტრის დაფინანსება განისაზრვრება წინა სემესტრში მიღებული ქულების რაოდენობით 300-დან 600 ლარამდე.

 

 

big_banner
არქივი