logo_geo
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კრებები ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა
- +

14 თებერვალი. 2024. 10:04

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან მორიგი კონსულტაციები და კრებები ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში თვაურებში, ლამისყანასა და ხვითში გამართეს.

 

შეხვედრის მიზანი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იყო.

 

ადგილობრივებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები დაასახელეს, შემდეგ კი განსახორციელებელი პროექტები  ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეარჩიეს.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად პრიორიტეტული საკითხების გამოვლენის შედეგად, საერთო გადაწყვეტილებების განხორციელებას ისახავს.

 

 

big_banner
არქივი