logo_geo
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კასპში „მომავლის“ ბენეფიციარებისათვის საზეიმო ღონისძიება გამართა
- +

21 მარტი. 2024. 17:36

 

 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ კასპში მოქმედ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი „მომავლის“ ბენეფიციარებისათვის საზეიმო  ღონისძიება გამართა.

 

ბენეფიციარების განწყობაზე სპეციალურად მოწვეულმა  ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

 

ღონისძიების დასასრულს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ტატანაშვილმა ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.

 

მუნიციპალიტეტის მერია დაუნის სინდრომის მქონე ბენეფიციარებზე ყოველწლიურად ერთჯერადად 400 ლარს, ხოლო სარეაბილიტაციო დახმარებისათვის 1 000 ლარს გასცემს.

 

big_banner
არქივი