logo_geo
სოფელ გამდლისწყაროს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

2 ივლისი. 2023. 14:46

 

 

ქვემოჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გამდლისწყაროში, მისასვლელი გზის ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დასრულდა.

 

აღნიშნული გზის სიგრძე 1 243 გრძივი მეტრია და რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება.

 

პროექტის ღირებულება 594 999 ლარს შეადგენს და შპს „ქვენიფლენი“ ახორციელებს.

 

სოფელ გამდლისწყაროში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, აღდგენილი გზით სოფელი უკავშირდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო ჩქაროსნულ მაგისტრალს.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ მაისურაძის განცხადებით სოფლებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა პრიორიტეტულია.

 

„აუცილებელია ყველა სოფელს  ჰქონდეს მოწყობილი, მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა“, -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

 

 

big_banner
არქივი