logo_geo
სამთავისში ვანო გამხიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა
- +

14 ივლისი. 2023. 14:50

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, კასპში ჭიდაობის ისტორიაში გამორჩეული და ტიტულოვანი მოჭიდავის ვანო გამხიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.

 

წონითი კატეგორიების მიხედვით ტურნირში კასპელმა მოჭიდავეებმა წარმატებებს მიაღწიეს: პირველი ადგილი  ალეკო ხიზამბარელმა და თორნიკე გორჯოლაძემ, მეორე ადგილი  ლუკა მღებრიშვილმა და ლადო უხურგუნაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი  თემურ გოგრიჭიანმა მოიპოვა.

 

გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

 

XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარებული, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, წელს მას 50 წელი შეუსრულდებოდა. ვანო გამხიტაშვილი სამთავისის ტაძრის ეზოშია დაკრძალული.

 

ტურნირი ვანო გამხიტაშვილის სახელობის საჭიდაო არენაზე - ქართული ჭიდაობის ერონული ფედერაციის ინიციატივითა და კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

 

big_banner
არქივი