logo_geo
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში მუსთერაპიის ცენტრი გაიხსნება, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს მოემსახურება
- +

30 აგვისტო. 2023. 13:33

 

 

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ისაუბრა, რომელიც ოზურგეთში მუსიკათერაპიის ცენტრის გახსნას ეხება. მისი თქმით, მოპოვებული 20 000 ლარის გრანტით ქალაქ ოზურგეთის N4 ბაღში მოეწყობა მუსთერაპიის ცენტრი, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.

 

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე  ჩვენი თანამოქალაქეებისათვის - ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრ „ბეკართან“ ერთად ვმუშაობთ ოზურგეთში მუსთერაპიის ცენტრის გასახსნელად, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს მოემსახურება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, მოპოვებული 20 000 ლარის გრანტით ქ. ოზურგეთში N4  ბაღში მოეწყობა მუსთერაპიის ცენტრი, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. ცენტრი, შესაბამისი ინვენტარითა და გადამზადებული პერსონალით  ყველა იმ ბავშვს მოემსახურება, ვისაც ეს სერვისი ესაჭიროება“, - აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.

 

 

big_banner
არქივი