logo_geo
ირაკლი ქარსელაძე: ახალციხის, ვალესა და დაბა წაღვერის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
- +

2 ნოემბერი. 2023. 21:28

ქალაქების - ახალციხის, ვალესა და დაბა წაღვერის 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 



ქალაქ ახალციხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 42 მილიონამდე ლარი მოხმარდება.

 

 

პროექტების ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, საქლორატორო, მაგისტრალური მილი, აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალციხის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 

 

ქალაქ ახალციხეში ასევე მიმდინარეობს ცალკეული უბნების და მიმდებარე სოფლების (მინაძე, ჭაჭარაქი, ივლიტა, აბის დასახლება) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და აბის დასახლების წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 8,5 მილიონამდე ლარია.

 

 

საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ვალეში, უკვე დასრულებულია წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები.

 

 

ქალაქ ვალეში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტი 2024 წელს დასრულდება. ამ კუთხით მოსახლეობაში არსებული პრობლემები იქნება დაძლეული და ადგილობრივები 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

 

 

სამუშაოები მიმდინარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერშიც, პროექტი წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 6,5 მილიონამდე ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ დაბა წაღვერის, სოფელ დაბისა და ტიმოთეს უბნის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 

 

big_banner
არქივი