logo_geo
დაბა ლაითურში გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

8 ნოემბერი. 2023. 22:42

 

 

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, დაბა ლაითურში გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

გზის რეაბილიტაციის პროცესს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან - გიორგი ღურჯუმელიძესთან და ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.

 

განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის განახლებას ოზურგეთში. ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით და ლაითურში, გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ.

 

სამუშაოების ფარგლებში, გზასთან ერთად, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. პროექტის ბიუჯეტი 2 378 995 ლარს შეადგენს. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის." - აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი