logo_geo
კასპში, ქართლის და თბილისის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
- +

15 ნოემბერი. 2023. 11:30

 

 

კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ქართლის და თბილისის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

 

ამჟამად, ორივე ქუჩაზე  შპს „დინ გრუპი“  გზის მოსწორება-მოშანდაკების და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოს აწარმოებს.

 

ქუჩების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან აჩიკო გიგოლაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.

 

პროექტის ფარგლებში გარდა ქართლის და თბილისის ქუჩების დაგეგმილია აჭარის, კახეთის და ბარათაშვილის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები.

 

პროექტი გარდამავალია და  810 005 ლარის ფარგლებში რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

 

big_banner
არქივი