logo_geo
სოფელ ასურეთთან საჰაერო ბურთი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები
- +

7 თებერვალი. 2024. 15:12

 

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 3 ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს საჰაერო ბურთში იმყოფებოდნენ.

 

ადგილზე მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ.

 

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

big_banner
არქივი