logo_geo
ირაკლი ბერაია ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

9 თებერვალი. 2024. 13:37

 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში ვიზიტად მყოფ, ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ რობერტ ბრიგერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოს საკითხები მიმოიხილეს.

 

„ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და ჩვენს ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, რომელიც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ყოველდღიურად ღრმავდება. განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს ევროკავშირის სამშვიდობო ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში ეხმარება. შეხვედრაზე საუბარის მთავარ თემას საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით განსაზღვრული მიზნების მიღწევა და პრიორიტეტების იმპლემენტაცია წარმოადგენდა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

ოთხვარსკვლავიან გენერალთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

 

 

big_banner
არქივი