logo_geo
- 8-10 გრადუსი - უამინდობა გუდაური-კობის მონაკვეთზე
- +

3 დეკემბერი. 2016. 23:33

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ამაღამ მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა იქნება - 8-10 გრადუსი. 4 დეკემბერს კი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 -5 გრადუსია მოსალოდნელი.


გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.


გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, 5 დეკემბერს, გამთენიისას ადგილზე შეაფასებს ზვავსაშიშროების რისკს, რის შემდეგაც გაიცემა ადგილზე რეკომენდაცია საავტომობილო გზაზე მოძრაობის რეჟიმის აღდგენის შესახებ.

 

გუდაური-კობის მონაკვეთზე უამინდობის გამო ამ დროისთვის ზვავსაშიშროება ნარჩუნდება, სინოპტიკოსების ინფორმაციით, 6 დეკემბრიდან უნალექო ამინდებია მოსალოდნელი", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











 

big_banner
არქივი