logo_geo
გიორგი აბდალაძე: 26 მაისის დარბევის დროს ფოტოების გადაღების გამო დავისაჯეთ! სააკაშვილი საქმის კურსში იყო!
- +

6 დეკემბერი. 2016. 16:31



„ჩვენ დავისაჯეთ, ჩემი აზრით, 26 მაისის დარბევის დროს ფოტოების გადაღების გამო", - ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. აბდალაძე იმედოვნებს, რომ პროკურატურის შემდეგ, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

 

„იმედი გვაქვს, რომ სასამართლოც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საპატიმროში იყო ზეწოლა. ერთ-ერთი პიროვნება - დავით დევნოზაშვილი დაკავებულია. ვფიქრობ, რომ დამკვეთები იყვნენ მაშინდელი შს მინისტრი, შს მინისტრის მოადგილე უტიაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც ფიგურირებდა ხელისუფლებაში. ადამიანები, ვინც საპატიმროში შემოდიოდნენ, იყვნენ შემსრულებლები, თორემ დამკვეთები რა თქმა უნდა, არიან. საქმის კურსში იყო მიხეილ სააკაშვილი, რადგან მის გარეშე არასდროს უკანონოდ არავის აპატიმრებდნენ. ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისის გამო, ჩვენ წვდომა არ გვქონდა არანაირ საიდუმლო მასალებთან", -განაცხადა აბდალაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ,,ფოტორეპორტიორების საქმეზე", ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების  ფაქტზე  დაკავებულ იქნა  საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.




 

big_banner
არქივი