ავტორი დიანა ლიპარტელიანი
„დავიბადე, თბილისში - კამოს ქუჩაზე, სამშობიარო #2-ში. გავიზარდე სვანეთის უბანში, ქვლივიძის ქუჩაზე. ბავშვობა კარგად არ მახსოვს. ზოგს 2-3 წლიდან ახსოვს, მე მახსოვს 6 წლიდან. სხვათა შორის, არ მაქვს კარგი მეხსიერება. ჩემი მეხსიერება არის ფოტოგრაფიული. რაც გადაღებული მაქვს - მახსოვს. აი, თქვენც დამავიწყდებით, ფოტო თუ არ გადაგიღეთ..."-ამბობს ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი საინფორმაციო - პოლიტიკურ, საზოგადოებრივ - შემეცნებით პორტალ „ქართულ ზართან" საუბრისას.
„ბებიაჩემი რიყეზე ცხოვრობდა, ულამაზესი უბანი იყო, „პესკები" ერქვა. ეზოც ისეთი იყო -მხატვრული. მჭედლები მუშაობდნენ... ერთი მეზობელი ჰყავდა - გრიშა ოდესიანი, რომელიც ტელესტუდიაში მუშაობდა. მან გადამიღო პირველი სურათები. ფოტოგრაფიასთან კავშირი იმ ადგლიდან დაიწყო.
ყველას სომეხი ვგონივარ. დედაჩემი კი არის სომეხი, მაგრამ ისეთი სომეხია, რომ არ ყოფილიყო - ჯობდა. სომხური არ იცის და ამას ვგულისხმობ. ენაა მთავარი დამაკავშირებელი. ჩვენ, მეჩითიშვილები ვართ. ჩემი უმცროსი ძმებიდან - ერთი მეჩითოვია, მეორე მეჩითიშვილი. ასე ვართ დაყოფილები. ქართულ გვართა ლექსიკონშიცაა მითითებული, რომ ნამდვილად ქართული გვარია - მეჩითიშვილი. რუსიფიკაციის დროს - ოვ-ზე მთავრდებოდა გვარები, ზოგმა ეს მერეც შეინარჩუნა, ზოგმა არა."-გვიყვება ფოტოხელოვანი.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=1163