logo_geo
„კერძო დაზღვევის მქონე 535 ათას ადამიანზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ გავრცელდება“
- +

8 დეკემბერი. 2016. 01:37


პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა,  ადამიანი, რომელსაც კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო დაზღვევას აღარ მიიღებს.


მისი განმარტებით, შეიცვლება დაფინანსების მეთოდები, ხოლო შეძლებულ მოქალაქეებს საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტი პასუხისმგებლობა ექნებათ. სააგენტოს კითხვაზე, განიხილება თუ არა სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის დაფინანსების საკითხის მოქალაქეთა შემოსავლებზე „მიბმა", ზოიძემ განაცხადა, რომ ამაზე მსჯელობა მიდის.


ვისაც აქვს კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო დაზღვევას აღარ მიიღებს. კერძო სადაზღვევო კომპანია გადაუდებელი შემთხვევების 90%-ის შემთხვევაში უშვებს: - ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მე". აი ეს აღარ იქნება. ორმაგი ხარჯი გამოდის. რეალურად 535 ათასი ადამიანი, რომელიც დაზღვეულია კერძოდ, ასევე საყოველთაო ჯანდაცვას იყენებს. აი ეს გაიმიჯნება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი