1. - ბრალდებული: „ჩემი ცოლი გარეთ შიშველი კი არ გამიგდია, უბრალოდ მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს".
2. - ადვოკატი: „ეს ცხვირი გაიტეხეთ ბავშვობაში?" მოწმე: „დიახ, მე მარტო ეს ერთი ცხვირი მაქვს".
3. - ბრალდებული: „პლიაჟზე ქალებს საცურაო ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ მათ სხეულებს თავისუფლად ესუნთქათ."
4. - იურისტი: „მას სამი ბავშვი ჰყავდა ასეა?" ბრალდებული: „დიახ". იურისტი: „რამდენია ამათგან ბიჭი?". ბრალდებული: „არცერთი". იურისტი: „რამდენი იყო ამათგან გოგო?" ბრალდებული: „ბატონო მოსამართლევ, ვინაა ეს კრეტინი? მომაშორეთ, არ შეიძლება სხვა ადვოკატი ავიყვანო?"
5. - ადვოკატი: „რომელ რიცხვში ხართ დაბადებული? მოწმე: „15 ივლისს". ადვოკატი: „რომელ წელს?" მოწმე: „ყოველ წელს"
6. - იურისტი: „თქვენ ესწრებოდით პროცესს, როდესაც სურათი გადაგიღეს? მოწმე: „თქვენ რა დამცინით?"
7. - ადვოკატი: „რამდენი წლისაა თქვენი შვილი, რომელიც თქვენთან ცხოვრობს?" მოწმე: „35-ის ან 38-ის, არ მახსოვს ზუსტად". ადვოკატი: „რამდენი წელია შვილი თქვენთან ცხოვრობს?" მოწმე: „45".
8. - ბრალდებული: „დაშავებულს, რომ მივუახლოვდი ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი, ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა ქურდობის მცდელობის ილუზია."
9. - ადვოკატი: „შემდეგ რა მოხდა?" მოწმე: „მან მითხრა, რომ უნდა მოგკლა, რადგან ვიცანი". ადვოკატი: „მერე მოგკლათ?" მოწმე: „არა".