logo_geo
საქართველო ალეპოში დაზარალებულ ბავშვებს 100 ათასი აშშ დოლარით დაეხმარება
- +

29 დეკემბერი. 2016. 17:38


 


საქართველო, სირიაში, ალეპოში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ბავშვებს 100 ათასი აშშ დოლარით დაეხმარება.


ჰუმანიტარული მიზნებისთვის განკუთვნილი თანხა, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა ოფისს, სირიის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმის ფარგლებში გადაერიცხება.  გაეროს რეკომენდაციით,  ამ ეტაპზე, ეს ალეპოში მცხოვრები ბავშვების დახმარების ერთადერთი საშუალებაა.


განცხადება, სირიაში დახმარების გაგზავნის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 17 დეკემბერს გააკეთა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს გაეროსთან ერთად, რათა როგორმე მიაწვდინოს ჰუმანიტარული დახმარება ალეპოში, „ძალიან დიდი განსაცდელში მყოფ ბავშვებს".  პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მათი თანადგომა მნიშვნელოვანია და ამ პროცესში მსოფლიო თანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს.


სირიაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის შესამსუბუქებლად, მსოფლიო თანამეგობრობის განსახორციელებელ ღონისძიებებში, საქართველო თავიდანვე აქტიურად ჩაერთო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაამყარა კონტაქტები გაეროს წარმომადგენლობასთან თბილისში, ჟენევასა და ნიუ-იორკში. მთავრობის გადაწყვეტილებით ამ დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.




 

big_banner
არქივი