„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 და 31 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი", - ამის შესახებ "კვირას" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, 31 დეკემბრის ღამეს ზოგიერთ რაიონი, მათ შორის დედაქალაქში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი.
პირველ იანვარს კი იწვიმებს.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერი 10-15 გადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში ბარში კი 7-12 გრადუსამდე.