ავტორი სალომე უერთაშვილი
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ახალ წელს ახლობლების გარემოცვაში აღნიშნავს. მან „ქართულ აზრთან" საუბრისას აღნიშნა, რომ იცავს მეკვლის ტრადიციას და განსაკუთრებულად ის ახალი წელი ამახსოვრდება, როდესაც თოვს.
- სად ხვდებით ახალ წელს?
- ახლობლის ოჯახში, მეგობრების გარემოცვაში.
- წინასაახალწლო სამზადიში თუ იღებთ მონაწილეობას?
- გოზინაყს ვაბრტყელებ და ოჯახს ნაძვის ხის სათამაშოებით ვამარაგებ.
- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
- განსაკუთრებული ისეთი არაფერი.
- თქვენთვის მნიშნელოვანი თუ არის მეკვლის ტრადიცია?
- ვიცავთ მეკვლის ტრადიციას, ოჯახის პატარა წევრია ყოველთვის მეკვლე.
- განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე ახალი წელი?
- ყველა ის ახალი წელია განსაკუთრებული, როდესაც თოვს.
- რას უსურვებდით ქვეყანას და მოქალაქეებს?
- ვუსურვებ იმ ყველაფერს, რაც წინა წლებში არ იყო.