logo_geo
16-19 თებერვალს საქართველოში უხვი ნალექია მოსალოდნელი
- +

15 თებერვალი. 2019. 17:01

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-19 თებერვალს, საქართველოში ნალექი მოიმატებს, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც. დროგამოშვებით, დასავლეთის მიმართულებით იქნება ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ნისლი და ასევე ქარბუქი.

 

მათი ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

 

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.

 

 

big_banner
არქივი