„პირადად მე - გოგა ხაჩიძე, აღარასოდეს, სიცოცხლის ბოლომდე, აღარ მივიღებ მონაწილეობას არანაირ არჩევნებში და აღარასოდეს დამჭირდება ადამიანი - როგორც ხმა", - ამის შესახებ ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის" წევრი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხაჩიძე აღნიშნავს, ის ასევე აღარასდროს იმუშავებს საჯარო სამსახურში.
„აღარასოდეს ვიმუშავებ საჯარო სამსახურში და შესაბამისად აღარასოდეს მექნება ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდა", - წერს ხაჩიძე.