logo_geo
თბილისში ჰიპოპოტამის ქანდაკებას დადგამენ - მერიამ კონკურსი გამოაცხადა
- +

4 აპრილი. 2019. 18:43

 

 

თბილისში ჰიპოპოტამის ქანდაკებას დადგამენ. 13 ივნისის ტრაგედიის სიმბოლოს ქანდაკების ესკიზის შესარჩევად თბილისის მერიამ  კონკურსი გამოაცხადა.

 

 

ჰიპოპოტამის ქანდაკებას გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგამენ. მერიას  ჰიპოპოტამი „ბეგის“ ქანდაკება  დაახლოებით  90 000 ლარი დაუჯდება. კონკურსის პირობები დედაქალაქის მერიის საიტზეა განთავსებული.

 

 

წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი.

 

 

თბილისის მერიამ კონკურსი საქართველოს სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურული კომპოზიციისა და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალისთვისაც გამოაცხადა. ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება.

 

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში“ - განაცხადეს თბილისის მერიაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი