„დაბინძურებული ჰაერი ფსიქოლოგიურ დაავადებებს იწვევს“ - ეს დასკვნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დადეს. მათ აშშ-სა და დანიაში151 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სადაზღვევო კომპანიებში არსებული მონაცემები და გარემო პირობები შეისწავლეს.
ინფორმაციას Bild-ი სამეცნიერო ჟურნალ PLOS Biology-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეცნიერებმა კვლევისას ყურადღება გაამახვილეს ოთხ დაავადებაზე, როგორიცაა ბიპოლარული აშლილობა, მძიმე დეპრესია, შიზოფრენია და პარკინსონის დაავადება.
„აშშ-ის იმ რეგიონებში, სადაც ჰაერი ყველაზე მეატდ იყო დაბინძურებული, დეპრესია მოსახლეობის 6%-ით მეტს აწუხებდა, ვიდრე იქ სადაც ჰაერი სუფთა იყო. რაც შეეხება ბიოპოლარულ აშლილობას, მისი ზრდის რისკი 27%-ით იყო გაზრდილი“, - წერს გამოცემა.
კვლევის მეორე ნაწილში მეცნიერებმა ამ მიმართულებით, დანიაში შექმნილი ვითარება შეისწავლეს. კერძოდ 1,4 მილიონი ადამიანის მონაცემები, რომლებიც 1979-2002 წლებში დაიბადნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ დანიაში, იმ რეგიონებში, სადაც ჰაერი დაბინძურებული იყო მძიმე დეპრესია მოსახლეობის 50%-ს აწუხებდა. პიროვნების გაორების რისკი 162%-ით იყო გაზრდილი, ხოლო შიზოფრენია -146% აწუხებდა. ბიოპოლარული აშლილობა კი 24%-ს - წერს გამოცემა.