logo_geo
სინგაპურიდან წამოსულ ბრიტანელ მოგზაურს ველოსიპედი თბილისში მოპარეს
- +

27 იანვარი. 2020. 01:14

 

ბრიტანელ მოგზაურ როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა, თბილისში, ჰოსტელ ჩ2-თან ველოსიპედი მოპარეს – ამის შესახებ თავად მოგზაურმა ჯგუფ შპენდ 4 შეასონს ინ Gეორგია-ში დაწერა.

 

აქამდე მოსასვლელად, ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა გამოვიარე და 7500 კილომეტრი გადავლახე და მინდა გავაგრძელო მოგზაურობა! მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ ეს დასასრულს ნიშნავს, თუ ვინმემ სადმე ნახეთ ჩემი ველოსიპედი, გთხოვთ გამაგებინოთ. გმადლობთ!”- წერს როუან კემპბელი ფეისბუკში.

 

ბრიტანელი მოგზაური წერს, რომ მან უკვე მიმართა პოლიციას, თუმცა მათ არ აქვთ ველოსიპედის პოვნის დიდი იმედი, რადგან ჰოსტელის სიახლოვეს კამერები არაა განთავსებული.

 

კემპბელი ასევე დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც ახალი ველოსიპედისთვის ფულის შეგროვება შესთავაზა. მას მაინც იმედი აქვს, რომ თავის ველოსიპედს მიაგნებს და ახლის ყიდვა საჭირო არ გახდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი