logo_geo
ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება
- +

28 იანვარი. 2020. 12:40

 

საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან ავიამიმოსვლის დროებით შეწყვეტასთან ერთად, ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

 

საქართველოს მთავრობის წევრების განმარტებით, ეს ვირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე პრევენციული ზომებია.

 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

 

 

 

big_banner
არქივი