logo_geo
თურქეთი ჩინეთიდან, თავის მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს 7 მოქალაქეს გამოიყვანს
- +

30 იანვარი. 2020. 15:29

 

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთიდან თავის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ქალაქ უხანში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. თურქეთი ასევე განახორციელებს აზერბაიჯანის 7 და ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციას.

 

მედიის ცნობით, თურქული სატვირთო თვითმფრინავი ქვეყანას დღეს დატოვებს. თვითმფრინავში წარმოდგენილი იქნებიან ექიმებიც, რომლებიც ინფექციური დაავადებების მიმართულებით მუშაობენ.

 

თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ „რეპორტიორთან“ საუბრისას განაცხადა, ჩინეთიდან საქართველოს მხოლოდ იმ ხუთი მოქალაქის გამოყვანა იგეგმება, ვინც ეპიდემიოლოგიურ ეპიცენტრში, კერძოდ კი, უხანში ცხოვრობს. 

 

 

big_banner
არქივი