logo_geo
პაატა იმნაძე: ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში დატოვა ჩინეთი და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, აუცილებლად მიმართონ ექიმს
- +

30 იანვარი. 2020. 16:28

 

„დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა, რომ ვინც ჩინეთი ორი კვირის განმავლობაში დატოვა და მათ ამის შემდეგ ხველა და მაღალი ტემპერატურა განუვითარდა, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს.

 

„ვინც ჩინეთში იმოგზაურა, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დატოვა ეს ქვეყანა და ამის შემდეგ განუვითარდა ხველა და მაღალი ტემპერატურა, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გასასვლელთან ჩინეთიდან მომავალ მგზავრებს ხვდებიან და დისტანციურად ხელის სკანერით სინჯავენ“,  – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის, ჩინეთში გავრცელებული მომაკვდინებელი ვირუსით, 170 ადამიანია გარდაცვლილი, 7 ათასზე მეტი კი, დაავადებულია.

 

 

 

big_banner
არქივი