logo_geo
დღეს ბობ მარლის დაბადების დღეა
- +

6 თებერვალი. 2020. 17:10

 

 

ბობ მარლი 1945 წლის 6 თებერვალს იამაიკაზე დაიბადა.

 

ლეგენდარულმა იამაიკელმა არტისტმა მუსიკალური კარიერა ჯგუფ „The Wailers“-თან ერთად 1963 წელს დაიწყო.

 

მარლის მუსიკაზე გავლენა იქონია მისი სამშობლოს სოციალურმა პრობლემებმა. აღიარებულია, რომ მუსიკოსმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

მარლის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: „Is This Love“, „One Love“, „Satisfy My Soul“, „Jamming“.

 

მუსიკოსი 1981 წლის 11 მაისს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი