logo_geo
გრემისხევში 57 წლის ქალი მგელმა დაგლიჯა
- +

7 თებერვალი. 2020. 14:42

 

 

დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში 57 წლის ქალი მგელმა დაგლიჯა. ცისანა ხუბაშვილს  დაზიანებები სახისა და ზედა და ქვედა კიდურების არეში აქვს მიღებული.

 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მედიკოსების განცხადებით, ცისანა ხუბაშვილს შედარებით მძიმე დაზიანებები სახესა და ზედა კიდურზე აქვს მიღებული. ქირურგები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ ეტაპზე დადებითად აფასებენ.

 

 

big_banner
არქივი