logo_geo
მიმდინარე კვირაში ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს უყრის
- +

10 თებერვალი. 2020. 11:50

 

 

მიმდინარე კვირაში პარლამენტს პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს ოფიციალურად წარუდგენენ. მის კანდიდატურას ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, შემდეგ კი კენჭს სესიაზე უყრიან.

 

ოპოზიცია შოთაძეს მხარს არ უჭერს. უმრავლესობას კი იმედი აქვს, რომ მას პარლამენტი მთავარ პროკურორად დაამტკიცებს.

 

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე, ფარული კენჭისყრით, 12-დან 11 ხმით აირჩია.

 

big_banner
არქივი