logo_geo
ჩინეთი უხანის პროვინციაში საგანგებოდ გახსნილი 16 საავადმყოფოდან 11-ის დახურვას აპირებს
- +

9 მარტი. 2020. 13:47

 

 

ჩინეთი აპირებს, უხანის პროვინციაში საგანგებოდ გახსნილი 16 საავადმყოფოდან 11 დახუროს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ქვეყანაში ერთი დღის მანძილზე ახალი კორონავირუსის მხოლოდ 40 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ადგილობრივად ვირუსის ტრანსმისია 0 იყო.

 

„ჩვენ სიფრთხილე მაინც უნდა შევინარჩუნოთ, ბრმად ოპტიმისტები არ უნდა ვიყოთ“, -აცხადებს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ჩენ იქსინი.

 

ცნობისთვის, ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე, ამ დროისთვის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3100-ს გადააჭარბა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი