logo_geo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება
- +

20 მარტი. 2020. 18:06

 

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი სამხედრო ექიმები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, საქართველოში, კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფოს აქტიური  მხარდაჭერა გამოუცხადონ და ჩვენი ქვეყნის სამედიცინო პერსონალს, ყველა საჭირო მიმართულებით დახმარება გაუწიონ.

 

„დღეს, თითოეული ჩვენგანის ვალია, ვებრძოლოთ ვირუსს, რომელიც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს მოსახლეობას, ქვეყნის მომავალსა და განვითარებას. ჩვენ, სამხედრო ექიმები, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსთან ბრძოლაში, რათა ამ გლობალურ გამოწვევას ერთად გავუმკლავდეთ“, - აცხადებენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი სამხედრო ექიმები.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი