logo_geo
სომხეთიდან ჩამოსული 30 პირი ახალციხის საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს
- +

22 მარტი. 2020. 20:04

 

 

ნინოწმინდისა და ახალქალაქის 30 მაცხოვრებელი, რომლებიც 21 მარტს „ნინოწმინდის“ საბაჟო გამშვები პუნქტით სომხეთიდან შემოვიდნენ, კარანტინს ახალციხეში გაივლიან.

 

ყველა მათგანი საკარანტინე ზონაში გადაყვანამდე, 10 საათის განმავლობაში საზღვარზე, სამედიცინო კარავში იცდიდა.

 

„ყველაფერი ჩვენი ჯანმრთელობისთვის კეთდება. ამ ხალხს საუკეთესო მომსახურების სასტუმროებში მოათავსებენ. აუცილებელი არ არის, რომ მათ ჰქონდეთ ვირუსი, ეს პრევენციის ზომებში კეთდება. ისინი იქ 14 დღის განმავლობაში იქნებიან და შემდეგ, თუ ვირუსი არ აღმოაჩნდებათ, სახლებში დაბრუნდებიან“,- განაცხადა ახალქალაქის მერის მოადგილემ არმენ მარანგოზიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქისთვის ორკვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი