logo_geo
ნინო ცაციაშვილი: თითოეული პირი, ვინც არღვევს თვითიზოლაციის წესებს, წარმოადგენს ინფექციის გავრცელების საფრთხეს
- +

31 მარტი. 2020. 18:35

 

 

„ყველა შეზღუდვა,  რაც დღეს კიდევ გამკაცრდა და დაემატა, კეთდება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის დასაცავად“, - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა და მოსახლეობას მოუწოდა, მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოქმედი რეგულაციები:

 

„იზოლაციის  და კარანტინის წესების დარღვევის  ფაქტები, სამწუხაროდ, არ ჩერდება და ბოლო  პერიოდშიც გვაქვს გამოვლენილი კონკრეტული ფაქტები, როდესაც ხდება თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა.  კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ ის რეგულაციები და  აკრძალვები, რასაც უწესებს  ჯანდაცვის სამინისტრო და გულისხმობს  იზოლაციისა და კარანტინის წესების პირნათლად შესრულებას. იქიდან გამომდინარე, რომ რეალური საფრთხე არის  ძალიან ადვილად აღქმადი და თითოეული  პირი, ვინც არღვევს იზოლაციისა და კარანტინის წესებს, წარმოადგენს ინფექციის გავრცელების პირდაპირ საფრთხეს. ამიტომ,  ძალიან მნიშნელოვანია, რომ ამ რეგულაციებს  ყველა ერთად დავემორჩილოთ  იმიტომ, რომ ეს ყველა შეზღუდვა, რაც დღეს კიდევ გამკაცრდა და დაემატა, კეთდება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის დასაცავად“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

 

big_banner
არქივი